არველაძის „ჰალის“ წარმატებული სტარტი ჩემპიონშიფში

0
24

„ჰალმა“, რომელსაც შოთა არველაძე წვრთნის, ინგლისის ჩემპიონშიფში სეზონი გამარჯვებით დაიწყო. ქართველი სპეციალისტის შეგირდებმა „ბრისტოლი“ მიიღეს და 2:1 გაიმარჯვეს.
სტუმრები 30-ე წუთზე ვეიმანმა დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 72-ე წუთზე ტუფანმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. მასპინძლებმა მეორედ მეტოქის კარი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სერის დარტყმის მერე აიღეს.
შეგახსენებთ, რომ არველაძე „ჰალს“ 2022 წლის იანვრიდან ავარჯიშებს.