ლონდონის „არსენალის“ ახალი კაპიტანი მარტინ ედეგორია. 23 წლის ნორვეგიელი ინგლისურ კლუბში 2021 წლის იანვრიდან თამაშობს. ის 2020-2021 წლების სეზონში „არსენალმა“ მადრიდის „რეალიდან“ ინათხოვრა, ხოლო შემდეგ გამოისყიდა. ნორვეგიელმა ლონდონელთა შემადგენლობაში ყველა ტურნირში 60 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ედეგორი 2021 წლის მარტიდან ნორვეგიის ეროვნული ნაკრების კაპიტანია.
2021-2022 წლების სეზონში „არსენალს“ 14 დეკემბრამდე გაბონელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი კაპიტნობდა, ხოლო შემდეგ სეზონის ბოლომდე ფრანგი ალექსანდრ ლაკაზეტი. ორივემ გუნდი დატოვა.





