„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის მიაჩნია, რომ ლიონელ მესი კატალონიურ კლუბში მეორე შანსს იმსახურებს.
„მე უკვე ვთქვი, რომ ახლა მესიზე კონცენტრირება უტოპიაა. მსურს, რომ მესის ეტაპი „ბარსელონაში“ არ დასრულდეს. ვფიქრობ, ის მეორე შანსს იმსახურებს, ბოლოს შანსს, მაგრამ მომავალ წელს, რადგან კონტრაქტი სხვა კლუბთან აქვს“ – იუწყება ესპანელის სპეციალისტის ნათქვამს გაზეთი Marca.
არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ბარსელონაში“ 2005-2021 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 776 მატჩში 670 გოლი გაიტანა, პლუს 302 საგოლე პასი გააკეთა. ის „ბარსას“ ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.





