თომა ტაბატაძემ, რომელიც მიმდინარე თვეში ბოლნისის „სიონიდან“ „აკჟაიკში“ გადავიდა, ყაზახეთის თასის ჯგუფურ ეტაპზე მესამე გოლი გაიტანა. B ჯგუფის მე-3 ტურში „აკჟაიკმა“ ქართველი თავდამსხმელის ერთადერთი გოლის წყალობით „ყიზილჟარი“ დაამარცხა, სადაც ელგუჯა ლობჯანიძე და გიორგი ივანიაძე გამოდიან. მან მატჩის 51-ე წუთზე თანაგუნდელის დარტყმის შემდეგ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა. ის ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე შეცვალეს. „აკჟაიკის“ სასტარტოში იყო მეორე ქართველი ლეგიონერი ლუკა იმნაძე, რომელიც 77-ე წუთზე შეცვალეს. თავის მხრივ, „ყიზილჟარის“ რიგებში მოედანზე პირველი წუთიდან ლობჯანიძე და ივანიაძე იმყოფებოდნენ. პირველმა მათგანმა სრულად ითამაშა, ხოლო მეორე 61-ე წუთზე შეცვალეს.
ტაბატაძემ ყაზახეთის თასზე „ყიზილჟართან“ მატჩამდე „კასპიისთან“ დუბლი შეასრულა.





