„ჟირონა“ ლა ლიგაში არსებობის ისტორიაში მეორედ ითამაშებს

0
48

„ჟირონა“ ესპანეთის ლა ლიგაში არსებობის ისტორიაში მეორედ ითამაშებს. მიჩელის გაწვრთნილა გუნდმა ლა ლიგაში დასაწინაურებელი სეგუნდა დივიზიონის პლეი-ოფის პირველი მატჩი შინ „ტენერიფესთან“ ფრედ (0:0) დაასრულა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 3:1 მოიგო. მანამდე, ჟირონელები ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში 2017-2018 და 2018-2019 წლების განმავლობაში გამოდიოდნენ. გუნდის საუკეთესო შედეგი 2017-2018 წლების სეზონში დაკავებული მე-10 ადგილია. „ჟირონამდე“ ლა ლიგაში „ალმერია“ და „ვალიადოლიდი“ გადავიდნენ.