გიოტცე სამშობლოში ბრუნდება

0
51

მარიო გიოტცე კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს. Sport1.de-ს ინფორმაციით ფრანკფურტის „აინტრახტი“ ნიდერლანდების პსვ-ს 30 წლის შემტევა ნახევარმცველში 4 მილიონ ევროს გადაუხდის. გიოტცეს მიერ ეინდჰოვენელებთან გაფორმებულ კონტრაქტში სწორედ ასეთი საკომპენსაციო თანხაა მითითებული. გასულ სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა პსვ-ს შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 52 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. გიოტცე გერმანიაში დორტმუნდის „ბორუსიაში“ და მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა. შეგახსენებთ, რომ „აინტრახტმა“ 2021-2022 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი