გიორგი გველესიანი კარიერას თეირანის „პერსეპოლისში“ განაგრძობს. 31 წლის ქართველმა მცველმა ახალ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. გველესიანი ბოლო 2 სეზონი „სეპაჰანში“ გამოდიოდა, სადაც 48 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. მან აზიის ჩემპიონთა ლიგაში 4-ჯერითამაშა, ხოლო – ერთხელ ირანის თასზე.
ის „სეპაჰანამდე“ ‘ზობ აჰანის” (2017-18), ”ნასაჯის“ ((2018-19) ღირსებას იცავდა.
“პერსეპოლისი” 1963 წელს დაარსდა. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 14-ჯერ (რეკორდი) მოიგო, 6-ჯერ თასს დაეუფლა, 4-ჯერ (რეკორდი) კი – სუპერთასს. თეირანელებმა ერთხელ აზიის თასების მფლობელთა თასი მოიპოვეს, ხოლო 2-ჯერ აზიის ჩემპიონტა ლიგის ფონალში ითამაშეს და დამარცხნდნენ.





