გეგეჭკორი ბათუმელებს დაემშვიდობა

0
23

ლევან გეგეჭკორის და ბათუმის “დინამოს” გზები გაიყარა. ბათუმური კლუბის პრესსამსახურისს ინფორმაციით, მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
29 წლისს მცველი “დინამოში” 2019 წლიდან გამოდიოდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც გოლი არ გაუტანია. მან მიმდინარე სეზონში ბათუმელთა მაისური მხოლოდ ორჯერ მოირგო.
გეგეჭკორი კარიერის განმავლობამი ასევე მარტვილის “მერანის”, ქობულეთის “შუქურა”, საჩხერის “ჩიხურას”, თბილისის “დინამოს”, ქუთაისის “ტორპედოში” გამოდიოდა.