ბელგიელი თავდამსხმელი დივოკ ორიჯი და გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი „ლივერპულიდან“ მიდიან. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ კონტრაქტი ამოეწურათ და ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ. 27 წლის ორიჯისა და 28 წლის კარიუსის გარდა, მერსისაიდელები ნახევარმცველებს შეინ ოჯოს და ბენ ვუდბერნს დაემშვიდობნენ.
„ლივერპულმა“ თავის ტვიტერის გვერდზე ორიჯის ცალკე განცხადება მიუძღვნა: „მადლობა დაუჯერებელი 8 წლის სამსსახურისთვისს და იმისთვის რომ ამდენი განსაკუთრებული მოგონება დატოვეთ. დივოკ ორიჯი „ლივერპულის“ ლეგენდაა“.
ორიჯიმ „ლივერპულში“ ჩატარებულ 175 მატჩში 41 გოლი გაიტანა. მან ჩემპიონთა ლიგის 2018-2019 წლების სეზონში ნახევარფინალში „ბარსელონასთან“ (4:0) დუბლი შეასრულა, ხოლო ფინალში „ტოტენჰემთან“ (2:0) ერთი გოლი გაიტანა.
კარიუი „ლივერპულში“ 2016 წელს „მაინციდან“ გადავიდა და საწყის ორ სეზონში 49 მატჩი ჩაატარა. ის ორჯერ გაანათხოვრეს – „ბეშიქთაშში“ და „უნიონ ბერლინში“.





