„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე „გენტიდანაა“ განათხოვრებული გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის ბოლო ტურში სტუმრად როსტოკის „ჰანზას“ 3:2 სძლია და პირველ ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად პლეი-ოფში ბერლინის „ჰერტას“ შეხვდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი როსტოკელებთან დაპირისპირებაში ჰამბურგელთა თადარიგში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია. ის მოედანზე ბოლო 16 აპრილს „კარლსრუესთან“ (3:0) შეხვედრაში გავიდა, მან საერთო ჯამში „ჰამბურგში“ მეორე ბუნდესლიგაში 10-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების მერე ჩაკვეტაძე ბელგიურ კლუბში დაბრუნდება.
დრეზდენის „დინამომ“ აუე მიიღო და 0:1 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს. დრეზდენელები მე-16 ადგილზე გავიდნენ და ლიგაში ადგილი შესანარჩუნებლად „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდებიან. გიორბე;ლიძე „დინამოში“ ზამთარში ავსტრიის „ვოლფსბერგერმა“ გაანათხოვრა და მან მეორე ბუნდესლიგაში 18-ჯერ ითამაშა.





