ქუთაისის „ტორპედომ“, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჯერ არ ჰყავს, ზედიზედ 4 მატჩის წაგების შემდეგ სამი ქულა სტუმრად თბილისის „ლოკომოტივთან“ აიღო.
ალექსანდრე ინწკირველი გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისელებს საგურამოს ბაზაზე უმასპინძლა, რადგან ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატისთვის „მიხეილ მესხი 2“-ის რეკონსტრუქცია დაიწყო.
„ტორპედომ“ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმრებმა რამდენიმე სვლიანი კომინაცია გაითამაშეს და მარცხენა ფლანგიდან გიორგი ქიმაძემ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო გიორგი კუხიანიძემ ახლო მანძილიდან თავით ზუსტად დაარტყა – 0:1.
21-ე წუთზე უკვე კუხიანიძემ მოძებნა ქიმაძემ, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი გაისწორა და საჯარიმოში შესულმა მეტოქის კარი აიღო – 0:2.
69-ე წუთზე ტრავმის მორჩენის შემდეგ დაბრუნებულმა გიორგი არაბიძემ ბურთი კარგად შეაყოლა მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ ბექა ვაჩიბერაძეს, რომელმაც პასი კუხიანიძესს გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი დუბლი მიითვალა.
„ტორპედომ“, რომელიც სათამაშოდ ისევ მწვრთნელმა თორნიკე შეყრილაძემ გაიყვანა, 14 ქულა დააგროვა და მე-8 პოზიციაზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ ზედიზედ 13 თამაშის წაგების შემდეგ უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.




