საქართველოს ნაკრები რეიტინგში ერთი პოზიციით დაწინაურდა

0
3

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას მიერ გამოქვეყნებულ აპრილის თვის რეიტინგში 72-ე ადგილზეა. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები იანვართან შედარებით ერთი პოზიციით დაწინაურდნენ.
რეიტინგის სათავეში საფრანგეთი მოექცა, რომელიც ორი პოზიციით დაწინაურდა, ხოლო ესპანეთი მეორე ადგილზე დაქვეითდა. მესამე საფეხურზე გადაინაცვლა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინამ, რომელიც მანამდე მეორე იყო.
ერთა ლიგის B ლიგის მე-2 ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს რაც შეეხება, უკრაინა 32-ე პოზიციაზეა, უნგრეთი 42-ეა, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია 70-ეა. ფიფას განახლებული რეიტინგი მიმდინარე წლის 10 ივნისს გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები 2 ივნისს თბილისში ამხანაგურ შეხვედრას რუმინეთთან ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი