ლონდონის „ტოტენჰემს“ სათავეში რობერტო დე ძერბი ჩაუდგა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მან ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა, რომელიც 29 მარტს დაითხოვეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, იტალიელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მის ხელშეკრულებაში არაა პუნქტი, რომლის თანახმად გუნდის პრემიერლიგიდან გავარდნის შემთხვევაში, მხარეები თანამშრომლობას შეწყვეტენ.
მიმდინარე წლის თებერვალში 46 წლის დე ძერბი ფრანგული „მარსელიდან“ დაითხოვეს. მანამდე, ის ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“, „სასუოლოს“ და „შახტარს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





