მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი „იბერიაში“ ითამაშებს

0
2

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ნიდარლენდების ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ტერენს კონგოლო დაიმატა. 32 წლის ფეხბურთელი ბოლოს ნიდერლანდების ერედივიზიონში „ბრედაში“ გამოდიოდა – 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2026 წლის 18 იანვრამდე. მან „ბრედაში“ 23 თამაში ჩაატარა.
კონგოლომ პროფესიონალური კარიერა როტერდამის „ფეინოორდში“ დაიწყო, სადაც 2011-2017 წლებში ყველა ტურნირში 138-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. მან როტერდამელებთან ერთად ნიდერლანდების ჩემპიონატი და თასი მოიგო.
ამის შემდეგ, ის „ბრედაში“ გადასვლამდე საფრანგეთის „მონაკოში“, ინგლისის „ჰადერსფილდში“ და „ფულემში“, საფრანგეთის „ლე ავრში“, ასევე ავსტრიის ვენის „რაპიდში“ ასპარეზობდა.
კონგოლომ 2014-2018 წლებში ნიდერლანდების ეროვნულ გუნდში ოთხი შეხვედრა გამართა. მან „ნარინჯისფრების“ მაისურით 2014 წელს ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი