ლოჩოშვილმა ბოხუმში პენალტი “აიკიდა”

0
2

„ნიურნბერგმა“, რომლის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ლუკა ლოჩოშვილი ჩამოყალიბდა, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 23-ე ტურში სტუმრად „ბოხუმს“ შეხვდა და ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა ისევ შეუცვლელად ითამაშა და 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მატჩის 38-ე წუთზე სტუმრები ზომამ დააწინაურა. 72-ე წუთზე  “ნიურნბერგის” საჯარიმოში მყოფი მარშალის დარტყმული ბურთი ხელში ლოჩოშვილს მოხვდა, რომელიც ვარდნაში დაფარებას ცდილობდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ონიეკამ თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. „ნიურნბერგი“ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი