„ფროზინონემ“, რომელშიც მიმდინარე სეზონში გიორგი კვერნაძე ძალიან კარგად თამაშობს, იტალიის სერია B-ს 26-ე ტურში შინ “ემპოლისთან” 2:2 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის მე-18 წუთზე სტუმრები შპენდიმ დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე საპასუხო ბურთი გედიემისმა გაიტანა. 54-ე წუთზე შპენდიმ დუბლი შეასრულა. მე-60 წუთზე “ფროზინონედან” თავი კოცუპიასმა გამოიჩინა.
“ფროზინონეს” 53 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ამდენივე ქულით “ვენეცია” ლიდერობს, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





