„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში წაუგებელი სერია გაახანგრძლივა. 23-ე ტურში ჰამბურგელები სტუმრად „მაინცს“ შეხვდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის 42-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ამირიმ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 64-ე წუთზე საპასუხო ბურთი ფაბიო ვიეირამ გაიტანა.
„ჰამბურგს“ ზედიზედ 6 შეხვედრაა არ წაუგია (2 გამარჯვება და 4 ფრე) – 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





