ეგოიანის ზედიზედ მეორე მარცხი

0
2

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების ერედივიზიონში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. 24-ე ტურში როტერდამელები სტუმრად სიტარდის „ფორტუნას“ შეხვდნენ და 1:2 დამარცხდნენ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მასპინძლები პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე იჰატარენმა დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე სიერჰუისმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 78-ე წუთზე „ექსელსიორიდან“ თავი ნაუიოკსმა გამოიჩინა და ეს გოლი თამაშში ბოლო აღმოჩნდა.
„ექსელსიორმა“ ზედიზედ ორი თამაში წააგო და 26 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი