დირკ შუსტერი: „სატრანსფერო ბაზარზე უნდა ვიაქტიუროთ“

0
2

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის აზრით, სატრანსფერო ბაზარზე უნდა იაქტიურონ, რადგან გუნდს გაძლიერება სჭირდება. გერმანელმა სპეციალისტმა ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახურთან ისაუბრა:
„კვიპროსში მოსამზადებლად  კარგი პირობები გვქონდა. სავარჯიშო მოედანი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო. ამხანაგური მატჩები კმაყოფილი ვარ – განსაკუთრებით პირველი ორით. „არარატ არმენიასთან“ და დანიის „ლუნგბიუსთან“ კარგად ვითამაშეთ.
ბოლო მატჩი ცოტა განსხვავებული იყო. ამინდმა მოედნის მდგომარეობაზე იმოქმედა. ამის გამო „აია ნაპას“ სხვა მოედანზე ვეთამაშეთ. გუნდის ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოვლენის საშუალება მივეცით. ეს შეკრება წარმატებული თითოეული ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის. ვფიქრობ, სეზონს კარგ სათამაშო ფორმაში ვხვდებით. ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი ვარ.
ვიცით, რომ ამ მომენტისთვის პატარა შემადგენლობა გვყავს. სატრანსფერო ბაზარზე უნდა ვიაქტიუროთ. კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით. იმედია, კარგ ამბებს გავიგებთ და სეზონის წინ კიდევ ორ ფეხბურთელს დავიმატებთ.
გასულ წელთან შედარებით ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციები გაუმჯობესებულია. „არარატ არმენიასთან“ და „ლუნგბიუსთან“ მაღალი ინტენსივობით ვითამაშეთ. უკეთ გამოვიყურებით ვიდრე წინა წელს და პირველი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ“.
ლაშა თაბაგარი