ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო „ვასკო და გამადან“ წავიდა. 33 წლის ფეხბურთელი კარიოკას ლიგაში „ვოლტა-რედონდასთან“ მატჩის შესვენებაზე შეცვალეს. „ვასკო და გამას“ გულშემატკივრებმა კოუტინიოს თამაშის მსვლელობისას უსტვინეს. ის მეორე ტაიმში სათადარიგოთა სკამზე არ დაბრუნდა.
„ვასკოში“ გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების მიმართ უპატივისცემულობა არასოდეს გამომივლენია. სადაც არ უნდა მეთამაშა, ეს არასოდეს გამიკეთებია. ვინც მიცნობს ამას დაადასტურებს. იმ მომენტში, როდესაც გასახდელისკენ მივდიოდი, ვიგრძენი და გავითავისე, რომ კლუბში ჩემი ციკლი დასრულდა, რის გამო, არ დავბრუნდო, რათა პრიოროტეტი ჩემი ფსიქიური მდგომარეობისთვის მიმენიჭებინა. ეს ძალიან მტკივნეულია. სიმართლე ისაა, რომ მორალურად ძალიან დავიღალე. მესმის, რომ ახლა ნაბიჯი უკან უნდა გადავდგა და „ვასკოში“ ეს ციკლი დავამთავრო“ – დაწერა კოუტინიომ სოციალურ ქსელში.
33 წლის ფეხბურთელი 2024 წელს „ვასკოში“ ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ გაანათხოვრა, ხოლო 2025 წელს მან კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.
კოუტინიო კარიერის განმავლობაში ასევე მილანის „ინტერში“, „ვასკო და გამაში“, „ესპანიოლში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“, მიუნხენის „ბაიერნში“ და „ალ-დუჰაილში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





