ვოლკოვმა „ზირეს“ მოაგებინა

0
2

დავით ვოლკოვმა „ზირეს“ შემადგენლობაში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავი ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა. მე-20 ტურში „ზირემ“ „ქარვანი“ მიიღო და საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდის გოლით მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
მატჩის მე-20 წუთზე „ზირემ“ კუთხური ჩააწოდა და ვოლკოვმა თავით მეტოქის კარი აიღო. მან ბოლო ოთხ შეხვედრაში თავი 3-ჯერ გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში 9 თამაშში 5 გოლი მიითვალა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე 68-ე წუთზე შევიდა. „ზირე“ 35 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი