ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ „კარლსრუე“ არ დაინდო

0
1

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში მეორე ბუნდესლიგაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი ანგრიშიტ მოიგო. 22-ე ტურში ნიურნბერგელებმა შინ „კარლსრუე“ 5:1 გაანადგურეს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 25-ე წუთზე მასპინძლები იუსტვანმა დააწინაურა, რომელმაც 28-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 41-ე წუთზე თავი ზომამ გამოიჩინი, რომლის დარტყმული ბურთი 50-ე წუთზე ისევ კარში აღმოჩნდა. 58-ე წუთზე „კარსლრუედან“ ერთი ბურთი ვანიტცეკმა გაქვითა. 65-ე წუთზე ზომამ ჰეთ-თრიქი მიითვალა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.
„ნიურნბერგმა“ ზედიზედ სამი თამაშის ვერმოგების (1 ფრე და 2 მარცხი) შემდეგ, 3 ქულა აიღო და 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა.
ლაშა თაბაგარი