გოჩოლეიშვილის საგოლე პასი – „ჰამბურგის“ დაუმარცხებელი სერია

0
2

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის ბუნდესლიგის ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. 22-ე ტურში ჰამბურგელებმა სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ ბერლინის „უნიონს“ 3:2 სძლიეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 28-ე წუთზე სტუმრები ქუერფელდმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 35-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი კონიგსდორეფრმა გამოიჩინა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე კაპალდომ „ჰამბურგი“ წინ გაიყვანა. 82-ე წუთზე კონიგსდორფერმა დუბლი გოჩოლეიშვილის პასის მერე შეასრულა. მან მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემა მიითვალა. 89-ე წუთზე ბერლინელებიდან ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე ილიჩმა შეამცირა.
„ჰამბურგმა“ ბოლო 5 თამაშიდან 2 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა – 25 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი