ბათუმის „დინამო“ „ოლექსანდრიასთან“ მინიმალურად დამარცხდა

0
0

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ამხანაგური თამაში ჩაატარა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწრვთნილები ამჯერად უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსნადრიას“ შეხვდნენ და 0:1 დამარცხდნენ. მატჩში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ამარალმა გაიტანა.
ბათუმელებმა ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშეს: კუპატაძე, ჩიტეიშვილი, ქაფიანიძე (კ), კალანდარიშვილი, ლაკვეხელიანი, მილჩენკო, მარა, ჯაფარიძე, კოხრეიძე, ხოზრევანიძე, წულუკიძე.
სათადარიგოები: თურმანიძე, დუმბაძე, მახარაძე, ცხომელიძე, ზოიძე, თედორაძე, გიგრაჭაძე, ფუტკარაძე, აბუსელიძე, თავდგირიძე, გოგმაჩაძე, შარაშიძე.
„დინამომ“ შეკრებაზე ჯერჯერობით ყველა ამხანაგური თამაში წააგო.
ლაშა თაბაგარი