საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონში B ლიგაში მე-2 ჯგუფში ითამაშებს. ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები უნგრეთს, უკრაინას და ჩრდილოეთ ირლანდიას დაუპირისპირდებიან. ეს დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
საქართველოს ნაკრების განრიგი ასეთია:
I ტური, 25 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
II ტური, 28 სექტემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უკრაინა
III ტური, 2 ოქტომბერი, 23:45 საათი
უნგრეთი -საქართველო
IV ტური, 5 ოქტომბერი, 23:45 საათი
ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
V ტური, 14 ნოემბერი, 21:00 საათი
საქართველო – უნგრეთი
VI ტური, 17 ნოემბერი, 23:45 საათი
უკრაინა – საქართველო
ლაშა თაბაგარი





