თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „რუსთავმა“ მეორე ამხანაგური თამაში უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ „ოლექსანდრიასთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. უკრაინელებიდან გამარჯვების გოლი 61-ე წუთზე ჩერნიშმა გაიტანა.
„რუსთავმა“ ასეთი სასტარტო შემადგენლობით ითამაშა: ჯობავა, ფაცაცია, დობრანსკი, კაპანაძე, უბილავა, გუჯაბიძე, კოტა, ჩხეიძე, მაშავა, ჯიბრილი, ქუთათელაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ქარდავა, ანდღულაძე, იაკობიძე, ჭუმბურიძე, პამი, ჯაფარიძე, სლავიცკი, ქუთათელაძე.
ცნობისთვის, გია ცეცაძის გაწვრთნილმა რუსთაველებმა პირველ სპარინგში უზბეკეთის „სოგდიანა“ 3:1 დაამარცხეს. „რუსთავი“ მომდევნო ამხანაგურ თამაშს დღეს დონეცკის „შახტართან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





