მექვაბიშვილის „უნივერსიტატია“ თასის 1/4-ფინალშია

0
4

კრაიოვას „უნივერსიტატია“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის რუმინეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
კრაიოველები ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში შინ ბუქარესტის „სტიაუას“ დაუზავდნენ – 2:2. მექვაბიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატიამ“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მეორე პოზიციაზე „გლორია ბისტრიცა“ გავიდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ლევან ოსიყმაშვილი შეუერთდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის დებიუტი სწორედ სათასო მატჩში შედგა, რომელშიც „გლორია ბისტრიცამ“ შინ „უტა არადს“ 1:0 აჯობა. ოსიყმაშვილი თამაშში 69-ე წუთზე ჩაერთო, ცნობისთვის, „გლორია ბისტრიცა“ რუმინეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის.
ლაშა თაბაგარი