თბილისის „იბერიამ“, რომელსაც გუგა ნერგაძე წვრთნის თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი შოთა მახარაძის დამოძღვრილ მოლდოვის „პეტროკუბთან“ ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა.
მოლდოველები წინ მეორე ტაიმში გავიდნენ, ხოლო 86-ე წუთზე თბილისელებმა კუთხური ჩააწოდეს და ახალწვეულმა ბრაზილიელმა ლუკას კაფემ თავით ანგარიში გაათანაბრა. 89-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და მეტოქის კარი აიღო.
„იბერიაში“ დებიუტი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსგარემარბ ვახო ბედოშვილს ჰქონდა, რომელიც თბილისურ კლუბშ „ნიჟნი ნოვგოროდმა“ ერთი წლით გაანათხოვრა.
ცნობისთვის, „პეტროკუბთან“ მატჩის დილას „იბერიამ“ რუმინეთის „ტარგუ მურეშთან“ ისპარინგა და 0:1 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი





