გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური შეხვედრა დონეცკის „შახტართან“ ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.
მატჩის მე-6 წუთზე უკრაინელები ისაკიე სილვამ დააწინაურა, ხოლო მე-10 წუთზე სმეტანამ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. 55-ე წუთზე ლასინა ტრაორემ პენალტი შეასრულა და მეკარემ მოიგერია, მაგრამ ბურკინა ფასოელმა დამატებაზე მაინც გაიტანა.
56-ე წუთზე „დილადან“ თავი ფულერმა გამოიჩინა, 62-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ პენალტი გოლად აქცია.
„დილას“ პრესსამსახურის ინფორმაციით, არუნა უატარამ გუნდი დატოვა და კარიერას ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის „პარდუბიცეში“ გადავიდა, სადაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსმეკარე ლუკა ხარატიშვილი თამაშობს. 19 წლის ბურკინა ფასოელმა გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. მან გორელებთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი





