გიორგი ჯგერენაია უზბეკურ კლუბში გადავიდა

0
4

თბილისის „იბერიასთან“ ზედიზედ ორჯერ საქართველოს ჩემპიონატის მომგები გიორგი ჯგერენაია კარიერას უზბეკეთის ნამანგანის „ნავბახორში“ განაგრძობს. 32 წლის ცენტრალური მცველი „იბერიასთან“ ერთად შეკრებაზე თურქეთში იმყოფებოდა და ტრანსფერიც სწორედ ადგილზე განხორციელდა. სხვათა შორის, „იბერია“ და „ნავბახორი“ ანთალიაში ერთ სასტუმროში ცხოვრობდნენ.
ჯგერენაია „იბერიაში“ 2021 წლიდან თამაშობდა. მან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გამარჯვების გარდა, ერთხელ დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. მანამდე, ის „გაგრაში“, უკრაინის „ილიჩევეცში“, „ნიკოლაევში“ და კიევის „დინამოს“ მეორე გუნდში, თბილისის „მერანში“ და „სამტრედიაში“ ირიცხებოდა.
ლაშა თაბაგარი