„დინამო“ ლატვიელებთან დამარცხდა

0
2

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამომ“ ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით მეორე ამხანაგური მატჩში ლატვიის „აუდასთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
ბალტიისპირელებმა ერთადერთი გოლი შეხვედრის 23-ე წუთზე გაიტანეს. „დინამოს“ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: ლორია, გვასალია, შათირიშვილი, ლომიძე, სანტუში, ნინუა, ოსეი, ხარაიშვილი, გ. ხარებაშვილი, მონტეირუ, დოლტმურზიევი.
სათადარიგოები: ჩოჩოშვილი, მაქაცარია, დიაკონიძე, შაშიაშვილი, იორო, დონკორი, წულაია, ს. ხარებაშვილი, ლ. პატარკაციშვილი, ხალიფა, მიქაუტაძე, ვაწაძე.
ცნობისთვის, დინამოელებმა პირველი ამხანაგური შეხვედრა დონეცკის „შახტართან“ 2:7 წააგეს. თბილისელები მომდევნო სპარინგს 13 თებერვალს უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელ „ვერესთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი