მამაგეიშვილის დებიუტი „შტურმში“ შედგა

0
2

გრაცის „შტურმში“ ოთარ მამაგეიშვილის დებიუტი ავსტრიის ბუნდესლიგაში შეადგა. მე-18 ტურში გრაცელებმა „რიდი“ მიიღეს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მამაგეიშვილი შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი „შტურმში“ გასული წლის დეკემბერში თბილისის „იბერიადან“ გადავიდა და ავსტრიელებთან სამწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
„რიდთან“ შეხვედრაში გრაცელებიდან ერთადერთი გოლი 86-ე წუთზე ჰოდლმა გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „შტურმი“ 31 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
ლაშა თაბაგარი