ქოჩორაშვილის სასტარტო დიდი ხნის შემდეგ – „სპორტინგი“ 1/2-ფინალშია

0
3

გიორგი ქოჩორაშვილმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ ლისაბონის „სპორტინგის“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. პორტუგალიის თასის 1/4-ფინალში ლისაბონელებმა შინ „ავეში“ 3:2 დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 68 წუთი დაჰყო. მას პირველ ტაიმში გოლის გატანაც შეეძლო, როდესაც საჯარიმოში მყოფმა ახლო მანძილიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ზედა ძელს მოახვედრა.
მატჩის 29-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ლუის გილერმამ გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე სტუმართა ფეხბურთელმა პაულო ვიტორმა გოლი თავის კარში გაიტანა. 64-ე წუთზე „ავეშიდან“ თავი პედრო ლიმამ გამოიჩინა, რომელმაც პენალტი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებიდან თერთმეტმეტრიანი ნენემ გამოიყენა – 2:2.
„სპორტინგი“ 1/2-ფინალში ჯენი კატამომ გაიყვანა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი 117-ე წუთზე აიღო.
ლაშა თაბაგარი