წიტაიშვილი „მეცში“ იანვარშიც საუკეთესოა

0
2

გიორგი წიტაიშვილი „მეცში“ თვის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს პირველად ასეთი პატივი წილად დეკემბერში ხვდა და იანვარშიც გამოარჩიეს. ამის შესახევ საფრანგეთის ლიგა 1-ის აუტსაიდერის პრესსამსახური იუწყება.
24 წლის წიტაიშვილმა იანვარში „მეცში“ 3 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ერთხელ 85-ე წუთზე შეცვალეს. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში 20-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა. მან საფრანგეთის თასზე 2 შეხვედრა გამართა.
ლაშა თაბაგარი