ბუღრიძე სამხრეთ კორეაში ითამაშებს

0
4

ირაკლი ბუღრიძე კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს. 28 წლის გარემარბმა კონტრაქტი რანგით მეორე ლიგის „ჩეონგჟუსთან“ გააფორმა. მან „დილას“ შემადგენლობაში გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ბუღრიძემ გუნდთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სუპერთასი მოიგო. ბუღრიძე „დილაში“ ბოლო ორი სეზონი გამოდიოდა, ხოლო მანამდე 2021 წელს თამაშობდა.
გარდა ამისა, ის თბილისის „ლოკომოტივში“, საჩხერის „ჩიხურაში“, ბელგიის „ბეერსხოტში“, თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და ყაზახეთის „ყიზილჟარში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი