„დილას“ უკანა ხაზს ბურკინა-ფასოელი გაამაგრებს

0
4

გორის „დილამ“ ბურკინა-ფასოელი ცენტრალური რუბენ კომაპაორე დაიმატა. ამის შესახებ საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოქმედი მფლობელის პრესსამსახური იუწყება:
„19 წლის ბურკინა-ფასოელი ცენტრალური მცველი რუბენ კომაპაორე ,,დილას” ფეხბურთელია. ახალგაზრდა უკანახაზელმა კარიერა სამშობლოში, ადგილობრივ აკადემიაში დაიწყო ხოლო 2024 წელს ისრაელის უმაღლეს ლიგის კლუბ ,,ქირიატ შმონას” შეუერთდა. რუბენის ძირითადი სათამაშო პოზიცია ცენტრალური მცველია, თუმცა მას თამაში მარცხენა მცველადაც შეუძლია“.
ცნობისთვის, „დილამ“ გასულ სეზონშ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ახალი სეზონისთვის მზადების ფარგლებში “დილამ” ,,გაგრასთან” ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 2:0 მოიგო. განვლიმ მატჩში თავი შოთა შეყილაძემ და ბადრი გოგობერიშვილმა გამოიჩინეს.
ლაშა თაბაგარი