ბრაზილიელი მცველი „რუსთავში“

0
3

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულ „რუსთავში“ ბრაზილიელი ცენტრალური მცველი დევიდ ოლივეირა ითამაშებს.
23 წლის ფეხბურთელი გასულ წელს ფინეთის „ლაჰტიში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე „კოკოლაში“ და „ილვესში“ თამაშობდა.
მოსამზადებელ პერიოდში გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „რუსთავმა“ პირველი ამხანაგური თამაში „სპაერთან“ ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა. რუსთაველებიდან დუბლი გუნდის ახალწვეულმა 18 წლის ფორვარდმა ნიკიტა სლავიცკიმ შეასრულა.
ლაშა თაბაგარი