„ლივერპულმა“, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ირიცხება, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-7 ტურში სტუმრად „მარსელი“ დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ისევ თადარიგში იყო.
შეხვედრის პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე სობოსლაიმ დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ანგარიში გახსნა – 0:1. 72-ე წუთზე ფრიმპონგი ფრანგების საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მისი დარტყმის შემდეგ, მასპინძლების მეკარე რულიმ ავტოგოლი გაიფორმა – 0:2. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გრავენბერხმა გოლკიპერთან პირისპირ გაკპო დატოვა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 0:3.
„ლივერპული“ 15 ქულით ლიგის ფაზის 36-გუნდიან ცხრილში მე-4 ადგილზეა. მერსისაიდელები ტურნირის ამ ეტაპზე ბოლო მატჩს 28 იანვარს სახლში აზერბაიჯანის აგდამის „ყარაბაღთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი





