ეგოიანის მორიგი სრული მატჩი ერედივიზიონში

0
4

ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორის“ შემადგენლობაში ნიდერლანდების ერედივიზიონში შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-16 ტურში როტერდამელები სტუმრად „ალკმაარს შეხვდნენ და ქულა აიღეს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლები 65-ე წუთზე პაროტმა დააწინაურა. სტუმრებიდან საპასუხო გოლი 81-ე წუთზე ჯონათანმა გაიტანა და თავისი გუნდი წაგებისგან გადაარჩინა. „ექსელსიორი“ 21 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი