“დინამოს” ბრაზილიელი განაპირა მცველი შეუერთდა

0
4

თბილისის “დინამომ”, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი წვრთნის, ბრაზილიელი განაპირა მცველი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“22 წლის ბრაზილიელი ფლანგის მცველი ლეონარდუ სანტუში თბილისის “დინამოში” ჩაირიცხა. ფეხბურთელსა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტი სამი წლის ვადით გაფორმდა. ლეონარდუ პორტუგალიური “ეშტორილის” 23 წლამდელთა გუნდში თამაშობდა. “ეშტორილსა” და “დინამოს” შორის ურთიერთობა ზაფხულში, ნოდარ ლომინაძის ტრანსფერის შემდეგ გაღრმავდა და მომავალშიც საინტერესო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ლეონარდუ დოშ სანტუშ ლოპეს და სილვა ბრაზილიური “ფლამენგოს” და “კორინთიანსის” აღზრდილია, ასევე თამაშობდა ატლეტიკუ მინეირუს ახალგაზრდულ გუნდში”.
ლაშა თაბაგარი