წიტაიშვილი და აბუაშვილი თასიდან გავარდნენ

0
4

„მეცი“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბები გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის თასს გამოეთიშა. 1/16-ფინალში მეცელებმა „მონპელიეს“ უმასპინძლეს და 0:4 წააგეს.
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო აბუაშვილს თავის გამოჩენის შანსი ისევ არ მისცეს. „მონპელიემ“ პირველ ტაიმში 2 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების შემდეგ მასპინძლების კარი ისევ ორჯერ აიღო.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 21-ე ტურში „გრანადამ“ შინ „მალიორკასთან“ 0:0 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლუკა გაგნიძე თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. „გრანადა“ 22 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილზეა.

ლაშა თაბაგარი