2026 წლის პირველი „ელ კლასიკო“ გერმანელი ჰანსი ფლიკის გაწვრთნილმა „ბარსელონამ“ მოიგო. საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გამართულ ესპანეთის სუპერთასის ფინალში კატალონიელებმა ხაბი ალონსოს დამოძღვრილ რეალს მადრიდის „რეალს“ მინიმალური სხვაობით აჯობეს.
მატჩის 36-ე წუთზე ფერმინ ლოპესის პასი შემდეგ, მადრიდელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი რაფინია ჩუამენის გაცდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუტად დაარტყა – 1:0. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მარცხენა ფლანგზე შეტევა ვინისიუს ჟუნიორმა დაიწყო და კუნდეს ბურთი ფეხებში შორის გაუტარა, ხოლო საჯარიმოში შესული კუბარსისაც გაექცა, რის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ორ წუთში პედრის კარგი გადაცემის შემდეგ, ლევანდოვსკის „რეალის“ დაცვის „ჩავარდნით“ ისარგებლა და მეკარესთან პირისპი დარჩენილმ „ბარსა“ წინ გაიყვანა – 2:1. შესვენებაზე გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, როდრიგომ კუთხური ჩააწოდა და ჰუისენმა თავით დაარტყა, რაფინიამ კი ბურთი ასევე თავით კარის ხაზიდან გამოიტანა, მაგრამ გონსალო გარსიას დამატების შემდეგ ანგარიში გათანაბრდა – 2:2.
73-ე წუთზე რაფინიას საჯარიმოს ხაზიდან დარტყმის დროს ფეხი კი დაუცდა, თუმცა, ბურთი რაულ ასენსისო შეეხო და მიმართულება შეიცვალა, რის მერე კარში აღმოჩნდა. რაფინია შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათი დე იონგს აჩვენა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, რომ „ბარსელონას“ არსებობის ისტორიაში სუპერთასი მეთექვსმეტედ მოეგო. „რეალი“ სუპერთასს 13-ჯერ დაეუფლა. ცნობისთვის, „ბარსელონამ“ ბოლო 6 მატჩიდან „რეალი“ 5-ჯერ დაამარცხა.
„ბარსელონამ“ „ელ კლასიკო“ 105-ჯერ მოიგო, ხოლო „რეალმა“ – 106-ჯერ. „ბარსამ“ არსებობის ისტორიაში 103 ტიტული მოიპოვა, „რეალის“ ანგარიშზე კი – 105 ტიტულია. კატალონიელებმა ყველა ტურნირში ჩატარებულ ზედიზედ 10 მატჩში გაიმარჯვეს, რაც 2016 წლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.
ფლიკმა როგორც „ბარსელონას“, ასევე „ბაიენის“ სათავეში ყოფნის დროს 8 ფინალი მოიგო. გერმანელმა სპეციალისტმა წელიწადნახევარში „ბარსაში“ 4 ჯილდო მოიპოვა, როდესაც „ბაიერნში“ ორი სეზონის განმავლობაში 7 ტიტულს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი





