წყალტუბოს ,,სამგურალმა” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.
გუნდი დღეს წყალტუბოს საფეხბურთო ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა.
ბრაზილიელი ლეგიონერები ჟან კარლოსი, პაბულო რიანი და კლაუდიო ჟუნიორი, ასევე, ტაჯიკი ალიჯონი აინი ,,სამგურალს” მოგვიანებით შეუერთდებიან.
სამგურალი 5 თებერვლამდე საქართველოში მოემზადება. დაგეგმილია ამხანაგური მატჩები ქუთაისის ,,ტორპედოსთან” , ფოთის ,,კოლხეთთან” და თბილისის ,,დინამოსთან”.
7 თებერვალს გუნდი მოსამზადებლად ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 20 თებერვლამდე დარჩება და ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.
მიმდინარეობს გუნდის დაკომპლექტების პროცესი. ,,სამგურალს” დაუბრუნდნენ მეკარე ლუკა კუტალაძე, შემტევები, ნიკა ხორხელი და გიორგი თოფურია. მათ გარდა, გუნდმა – ლევან პაპავა, გიორგი გოგოლაშვილი, ცოტნე ბერელიძე და ოთარ აფციაური დაიმატა. ყველა მათგანმა გუდთან ერთად ივარჯიშა.
ლაშა თაბაგარი





