გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მაისურით ესპანეთის ლა ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. მე-19 ტურში „ვილიარეალმა“ თავის მოედანზე „ალავესი“ 3:1 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც მეტოქის ნახევარზე მყოფმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, რასაც ოდნავ არაზუსტი დარტყმა მიაყოლა.
მეორე ტაიმის დაიწყებიდან მოლეირომ სტუმართა საჯარიმოს ხაზიდან „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა. 55-ე წუთზე „ვილიარეალის“ შეტევა გოლით ხერარდ მორენომ დაასრულა, რომელიც თამაშში შესვენების მერე ჩაერთო. 75-ე წუთზე მოლეირომ მეკარესთან პირისპირ მიქაუტაძე დატოვა, რომელმაც წინ გამოსულ სივერას ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო. ის ლა ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და 5 გოლი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, თითოჯერ თავი ესპანეთის თასზე და ჩემმპიონთა ლიგაში გამოიჩინა.
მიქუტაძეს დუბლის შესრულებაც შეეძლო, როდესაც პეპეს პასის მერე გოლკიპერთან მარტო დარჩა, მაგრამ ამჯერად სივერმა ქართველის დარტყმული ბურთი მოიგერია. 85-ე წუთზე მეკარის პასის შემდეგ, პარტეიმ თავის საჯარიმოს ხაზთან ბურთი ცუდად დაამუშავა, რითაც ტონი მარტინესმა ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა. „ვილიარეალი“ 41 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





