„ბორნმუთიდან“ გარემარბ ანტუან სემენიოს 72 მილიონა ევროდ შეძენის შემდეგ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომლის სატრანსფერო დანახარჯმა 2 მილიარდ ევროს გადააჭარბა – 2,058 მილიარდი.
54 წლის ესპანელი სპეციალისტი „სიტიმდა“ „ბარსელონას“ ახალგაზრდულ და პირველ გუნდებს, ასევე მიუნხენის „ბაიერნს“ ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





