გლაზგოს „სელტიკის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვილფრიდ ნანსი დაითხოვეს, რის შესახებ შოტლანდიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ნანსითან ერთად მისი ასისტენტები და კლუბის საფეხბურთო ოპერაციების ხელმძღვანელი პოლ ტისდეილი გაუშვეს.
48 წლის ფრანგი სპეციალისტი გუნდს სათავეში დეკემბრის დასაწყისში ჩაუდგა და ბრენდან როჯერსი შეცვალა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 8 თამაშიდან „სელტიკმა“ 6 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.
„სელტიკი“ 38 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ჰართსს“ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





