ოთარ მამაგეიშვილი ისევ თადარიგში დატოვეს

0
1

„ფამალიკაო“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი გამოდის, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად „ალვერკასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი თადარიგში იყო და ისევ არ ათამაშეს. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და სასტარტოში არ მოხვედრილა.
მატჩის 59-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტი ვერ გაიტანეს, ხოლო გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე შეაგდეს. „ფამალიკაო“ 23 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი