გვარდიოლი „სიტის“ დიდი ხნით გამოაკლდა

0
5

იოშკო გვარდიოლი „მანჩესტერ სიტის“ ხანგრძლივი პერიოდი ვერ დაეხმარება. ხორვატიის ეროვნული ნაკრების მცველმა ინგლისის პრემიერლიგაში „ჩელსისთან“ შინ 1:1 დასრულებულის შეხვედრის 51-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 23 წლის ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის წვივის ძვალი მოტყდა. მას მიმდინარე კვირაში ოპერაცია ჩაუტარდება. გვარდიოლი „სიტიში“ 2023 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 120 მატჩში 13 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი