„რეალმა“ გადაწყვიტა იტალიის „კომოდან“ ნიკო პასი დაიბრუნოს, რის შესახებ გამოცემა As იუწყება.
მადრიდელები 21 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 2026 წლის ზაფხულში 9 მილიონ ევროს გადაიხდიან. პასი „რეალის“ მეორე გუნდში 2022 წელს ჩაირიცხა, ხოლო 2023-2024 წლების სეზონში პირველ გუნდში ოთხი მატჩი ჩაატარა.
ის „კომოს“ 2024 წლის აგვისტოში შეუერთდა და „კომოს“ შემადგენლობაში ჩატარებულ 51 მატჩში 11 გოლი გაიტანა, თან 14 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





