„ნაპოლის“ ხელმძღვანელებისთვის ნახევარმცველ ლეონ გორეცკათი შემადგენლობის გაძლიერება პრიორიტეტულია, რის შესახებ იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb იუწყება.
მართალია, 30 წლის გერმანელ ნახევარმცველს მიუნხენის „ბაიერნთან“ მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ 2026 წლის იანვარში გაყიდონ.
გორეცკა „ბაიერნში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 287 მატჩში 46 გოლი გაიტანა და 48 საგოლე პასი გააკეთა. გორეცკამ მიუნხენელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 6-ჯერ, გერმანიის თასი 2-ჯერ, გერმანიის სუპერთასი 4-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





